Saturday, February 22, 2014

სიტყვა მათემატიკის შესახებ...



მათემატიკა ერთ–ერთი უძველესი მეცნიერებაა. მისი
სიმდიდრე თითქმის განუზომელია. ამ მეცნიერების არსის
განსაზღვრა მარტივი სულაც არ არის . როცა დაწყებითი
კლასის მოსწავლე ამბობს, მათემატიკა სწავლობს საგნების
თვლას და არითმეტიკულ მოქმედებებსო, იგი სავსებით
მართალია, მისთვის სწორედ ეს არის მათემატიკა. მაღალი
კლასის მოსწავლე დაუმატებს განტოლებებს,
გეომეტრიულ ფიგურებს, ფუნქციებს და ზღვრებს.
საშუალო სკოლის კურსდამთავრებული კი მათემატიკის
შინაარსს წარმოებულებითა და ინტეგრალებით შეავსებს
და ა.შ. ასე, მათემატიკური განათლების დონის მიხედვით,
იცვლება მათემატიკისადმი მიმართებაც და წარმოდგენაც.
მათემატიკის არსის განსაზღვრას საკითხების
ჩამოთვლის გზით თუ შევეცდებით, არაფერი გამოგვივა.
მათემატიკა არის მეცნიერება რეალური სამყაროს
რაოდენობრივი მიმართებებისა და სივრცითი ფორმების
შესახებ. ეს მიმართებები კი უწყვეტად ფართოვდება.

No comments:

Post a Comment