პროექტი
- სიმეტრია
პროექტის იდეა -სიმეტრია ბუნებასა და ხელოვნებაში. ფიგურის სიმეტრიულობა
წერტილის , წრფის მიმართ.
პროექტის აქტუალობა -პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცენტრული და ღერძული
სიმეტრიების ცნების გაცნობიერებას. თუ
როგორ მნიშვნელოვანია სიმეტრია ბუნებასა და ხელოვნებაში და საქმიანობის ყველა სფეროში.
პროექტის მიზნები
-კვლევა-ძიების უნარის
განვითარება.
პრობლემის გადაჭრის
უნარის განვითარება.
ანალიტიკური აზროვნების
განვითარება.
ლოგიკური მსჯელობა
და დასკვნების გამოტანა.
მოსწავლეთა ასაკი - 15 -16 წელი
ვადები / ხანგრძლივობა - 4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები - შეიქმნება ბლოგები, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ
მოძიებულ და დამუშავებულ მასალას.პროექტის განხორციელების შემდეგ მეტს შეიტყობენ მოსწავლეები
სიმეტრიის შესახებ.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები -სახელმძღვანელო,ენციკლოპედია, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა -
აქტივობა I . თემის შერჩევა და დაგეგმვა.
აქტივობა II . ჯგუფებად დაყოფა.
აქტივობა III . ჯგუფებს ეძლევათ დავალება
.ა) მოიძიონ
ინფორმაცია
- სიმეტრია
ბუნებასა
და
ხელოვნებაში.
ბ) მოახდინონ ფიგურათა ( მაგ., სამკუთხედის, ოთხკუთხედის, ნებისმიერი მრავალკუთხედის ) კლასიფიკაცია ცენტრული და ღერძული სიმეტრიების მიხედვით.
გ ) სიმეტრია ფიზიკასა და ქიმიაში.
აქტივობა IV. მოძიებულ ინფორმაციას გაუკეთონ ორგანიზება, მოამზადონ
პრეზენტაცია.
აქტივობა V. პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფებს ეძლევათ შემდეგი დავალება. მოამზადონ კითხვები
კითხვარისათვის.
აქტივობა VI. მომზადებული კითხვებიდან შესაბამისის შერჩევა და კითხვარის
მომზადება. მოსახლეობის გამოკითხვა კითხვარის
საშუალებით.
აქტივობა VII. კითხვარის ინფორმაციის ორგანიზება და წარმოდგენა დიაგრამის
სახით
აქტივობა VIII. დისკუსია-
თემაზე“ საჭიროა თუ არა სიმეტრიის შესწავლა?“
აქტივობა IX. შემაჯამებელი
შეფასება.
საგნებთან კავშირი -ქართული, ხელოვნება, მათემატიკა, ისტ, ფიზიკა.
პროექტის ხელმძღვანელი -ირა რუხაია
პროექტის ვებ-გვერდი - http://iraruxaia.blogspot.com/
No comments:
Post a Comment